რატი იონათამიშვილი: ბიძინა ივანიშვილმა უმოკლეს დროში შეძლო ავტოკრატიული მმართველობის დამარცხება და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული სახელმწიფოს მშენებლობისთვის მყარი საფუძვლების შექმნა

“ბიძინა ივანიშვილმა უმოკლეს დროში შეძლო ავტოკრატიული მმართველობის დამარცხება და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული სახელმწიფოს მშენებლობისთვის მყარი საფუძვლების შექმნა”, – ასე ეხმიანება ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლას ,,ქართული ოცნების” წევრი, რატი იონათამიშვილი.

როგორც იონათამიშვილი სოციალურ ქსელ ,,ფეისბუქში” წერს, ივანიშვილი პოლიტიკიდან გამარჯვებული გავიდა.

,,ბიძინა ივანიშვილმა არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ ბევრი განვითარებული, ევროპული სახელმწიფოსთვის უპრეცედენტო ნაბიჯი გადადგა – პოლიტიკაში მაშინ შემოვიდა, როდესაც ზუსტად იცოდა, რომ როგორც თავად, ისე მისი უახლოესი ადამიანები უდიდესი საფრთხის წინაშე აღმოჩნდებოდნენ, თუმცა, ქვეყნის გადასარჩენად მაშინ ასე იყო საჭირო. მეორე მხრივ, პოლიტიკიდან გამარჯვებული გავიდა, როდესაც ,,ქართულმა ოცნებამ” კიდევ ერთხელ, ახლა უკვე მესამე ვადით მიიღო საზოგადოების ფართო მხარდაჭერა. ამ გამარჯვებაში მისი როლი უდიდესი მნიშვნელობისაა.

მისი დამსახურება ქართული სახელმწიფოსა და ქართული დემოკრატიის მიმართ ძალიან დიდია. ბიძინა ივანიშვილმა უმოკლეს დროში შეძლო ავტოკრატული მმართველობის დამარცხება და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული სახელმწიფოს მშენებლობისთვის მყარი საფუძვლების შექმნა.
ფაქტია, რომ დღეს საქართველო ყველაზე ახლოს არის ევროპასა და ევროატლანტიკურ ზონაში ინტეგრაციასთან, რაც, პირველ ყოვლისა, მის მიერ დაწყებული რეფორმების დამსახურებაა.

რაც შეეხება ჩვენს გუნდს, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებმა ნათლად აჩვენა, რომ მხოლოდ „ქართული ოცნება“ არის ის პარტია, რომელსაც შეუძლია განახლება და განვითარება. ჩვენ გვაქვს მყარი ერთობა და კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობით გავაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის სამსახურში ყოფნას”, – წერს რატი იონათამიშვილი.

ცნობისთვის, ბიძინა ივანიშვილმა ღია წერილი გამოაქვეყნა და საზოგადოებას პოლიტიკიდან წასვლის შესახებ ამცნო.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები