ნათია თურნავა: ბიძინა ივანიშვილი არის დიდი პოლიტიკოსი და ქველმოქმედი – მისი პოლიტიკაში მოსვლისა და წასვლის პროცესიც იყო ერთგვარი პოლიტიკური ქველმოქმედების აქტი
“ბიძინა ივანიშვილი არის დიდი პოლიტიკოსი და იმავდროულად დიდი ქველმოქმედი, დღევანდელი მისი განცხადებით ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რადგან მისი პოლიტიკაში მოსვლისა და წასვლის პროცესიც იყო ერთგვარი პოლიტიკური ქველმოქმედების აქტი”, – ასე გამოეხმაურა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა პოლიტიკიდან ბიძინა ივანიშვილის წასვლას.
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში მოვიდა იმ დროს, როდესაც ქვეყანას ყველაზე მეტად უჭირდა.
„ბიძინა ივანიშვილი არის დიდი პოლიტიკოსი და იმავდროულად დიდი ქველმოქმედი, დღევანდელი მისი განცხადებით ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რადგან მისი პოლიტიკაში მოსვლისა და წასვლის პროცესიც იყო ერთგვარი პოლიტიკური ქველმოქმედების აქტი. პოლიტიკაში მოვიდა იმ დროს, როდესაც ქვეყანას ყველაზე მეტად უჭირდა და როდესაც ქართულ საზოგადოებას სწყუროდა ცვლილებები, მან და „ქართულმა ოცნებამ“ მოიტანა ეს ცვლილებები, დიქტატორული რეჟიმი ჩამოაცილა ასე ვთქვათ მმართველობით სადავეებს. ამ წლების განმავლობაში დაამკვიდრა ახალი, მმართველობითი დემოკრატიული სტანდარტი, ჰუმანური სტანდარტი, რომელიც ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებაზე არის ორიენტირებული. დღეს, როდესაც საქართველოს მოსახლეობამ, ქართულმა საზოგადოებამ მესამედ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ნდობის მანდატი მიანიჭა ისევ „ქართულ ოცნებას“, ბატონი ბიძინა მიდის პოლიტიკიდან, ამით ადასტურებს, რომ მისი მთავარი სწრაფვა, ამოცანა ძალაუფლების მოხვეჭა კი არ იყო, არამედ ის, რომ შექმნა სტაბილური გარანტიები იმისა, რომ რევანში შეუძლებელია, საქართველოს საზოგადოება არის საკმაოდ მომწიფებული, რათა დემოკრატიული, სტაბილური, ევოლუციური განვითარების გზით იაროს და არ დაუჭიროს მხარი ამბოხს, პროვოკაციას, რევოლუციას და ა.შ. ეს არიას ძალიან დასაფასებელი და იშვიათი პრეცედენტია მსოფლიო პოლიტიკის ისტორიაში“, – განაცხადა ნათია თურნავამ.