ირაკლი ბერაია: ბატონმა ბიძინამ საკუთარი გადაწყვეტილებებითა და ნაბიჯებით ქართულ პოლიტიკაში უმაღლესი, უპრეცედენტო სტანდარტი დაამკვიდრა

“ბატონმა ბიძინამ საკუთარი გადაწყვეტილებებითა და ნაბიჯებით ქართულ პოლიტიკაში უმაღლესი, უპრეცედენტო სტანდარტი დაამკვიდრა”, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია ბიძინა ივანიშვილის წერილს პოლიტიკიდან წასვლის შესახებ.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილებას არგუმენტირებულად ასაბუთებს.

„ბატონმა ბიძინამ დაამკვიდრა უმაღლესი, უპრეცედენტო სტანდარტი ზოგადად ქართულ პოლიტიკაში საკუთარი გადაწყვეტილებებითა და საკუთარი ნაბიჯებით. ამ კონკრეტულ გადაწყვეტილებას ბატონი ბიძინა ივანიშვილი არგუმენტირებულად ასაბუთებს მის წერილში. მე გამოვყოფდი რამდენიმე დეტალს. ის საუბრობს, რომ დღეს ქვეყანა დგას სწრაფი განვითარების შეუქცევად გზაზე, სადაც ჩვენ სწრაფი ტემპებით მივიწევთ ევროპული და ევროატლანტიკური სივრცისკენ, სადაც ქართული დემოკრატია მტკიცდება და ჩვენი ქვეყნის განვითარებას ვერაფერი ვერ შეაფერხებს. მმართველი გუნდი არის ერთიანი, ძლიერი და ჩვენს გუნდს დღეს, რასაკვირველია, შეუძლია ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და წინსვლის სრულიად ახალ ეტაპზე გადაყვანა“, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

ცნობისთვის, ,,ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ღია წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ პარტიის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს და პოლიტიკიდან მიდის.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები