გოჩა ენუქიძის განცხადებით, რაჭა-ლეჩხუმში სტიქია სრულად ლიკვიდირებულია

რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის, გოჩა ენუქიძის განცხადებით, რაჭა-ლეჩხუმში სტიქია სრულად ლიკვიდირებულია.

მეხანძრე-მაშველების მიერ განხორციელებულმა ოპერატიულმა სამუშაოებმა შედეგი გამოიღო და ხანძრის ყველა კერა რეგიონის მასშტაბით აღმოფხვრილია.
„განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ყველა მეხანძრე-მაშველსა და ადგილობრივ მოსახლეობას სტიქიის სალიკვიდაციოდ გაწეული ოპერატიული და ეფექტიანი სამუშაოებისთვის.
კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ ყველას, გამოიჩინოთ სიფრთხილე სტიქიით მოსალოდნელი რისკების როგორც ადამიანური, ისე – მატერიალური ზიანის თავიდან ასაცილებლად”, – აცხადებს გოჩა ენუქიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები