უცხოელი კოლეგები დავით ზალკალიანს საგარეო საქმეთა მინისტრის პოზიციაზე ხელახლა დანიშვნას ულოცავენ

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, ასევე, რუმინეთის, უნგრეთისა და ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრები ქართველ კოლეგას, დავით ზალკალიანს საგარეო უწყების ხელმძღვანელის პოზიციაზე ხელახლა დანიშვნას ულოცავენ.

„მსურს, პატივისცემა დავადასტურო საქართველოს მთვარობის მიერ გამოჩენილი იმ ძალისხმევის მიმართ, რომელიც გამოყენებულ იქნა ჯანდაცვის სფეროში გაჩენილი გამოწვევბის დაძლევისა და საქართველოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობის პერიოდში წარდგენილი პრიორიტეტების გატარების მიმართულებით. დარწმუნებული ვარ, რომ, თქვენი მანდატის შესაბამისად, ევროპის საბჭოში ეს შესამჩნევი წვლილი გაგრძელდება და ველი ამ ბრყინვალე თანამშრომლობის გაგრძელებას. თქვენ ყოველთვის ახდენდით იმის დემონსტრირებას, რომ ამ მიმართულებით ორგანიზაციას შეუძლია, საქართველოს მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს, ქვეყნის, რომელიც განუწყვეტლივ და აქტიურად მუშაობდა ჩვენი საერთო ევროპული სტანდარტებისა და ღირებულებების განმტკიცებისთვის”, – აღნიშნულია მარია პეინჩინოვიჩ ბურიჩის მიმართვაში.

ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრი მზაობას გამოთქვამს საქართველოსთან მჭიდრო დიალოგისა და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გასაღრმავებლად. რუმინეთის პირველი დიპლომატი, ბოგდან აურესკუ კი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოსა და რუმინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ჩამოყალიბება არა მხოლოდ არსებული მიღწევების კაპიტალად ქცევის, არამედ – საერთო ინტერესებისთვის ყველა სფეროში ორმხრივი დიალოგისა და თანამშრომლობის გაღრმავების საშუალებასაც წარმოშობს.

აღსანიშნავია, რომ უცხოელი დიპლომატები მიმართვებში ხაზგასმით კიდევ ერთხელ ადასტურებენ საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების ისევე როგორც ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში, მისი ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები