სალომე ზურაბიშვილი: მადლობას ვუხდი ჩვენს პარტნიორებს მოქმედებისკენ მოწოდებისთვის, ვერცერთი ქვეყანა ვერ შეძლებს პანდემიასთან მარტო გამკლავებას
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის 13 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, მინისტრები აღმოსავლეთ პარტნიორობის სახელმწიფოებისთვის, მათ შორის, საქართველოსთვის კორონავირუსის ვაქცინის გაზაფხულისთვის გადაცემის მოწოდებით გამოვიდნენ.
„მადლობას ვუხდი ჩვენს პარტნიორებს მოქმედებისკენ მოწოდებისთვის. ვერცერთი ქვეყანა ვერ შეძლებს პანდემიასთან მარტო გამკლავებას. ევროპის ისტორია სოლიდარობითა და ერთიანობით სიძლიერის ისტორიაა“, – წერს ზურაბიშვილი.
ევროკავშირის 13 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი სახელმწიფოებისთვის, მათ შორის, საქართველოსთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაზაფხულისთვის გადაცემის მოწოდებით გამოვიდნენ.