დავით ზალკალიანი: უკვე უნდა დავიწყოთ მოქმედება, როგორც ევროკავშირის წევრმა ქვეყანამ და ევროკავშირს დავანახოთ ჩვენი მიმზიდველობა და ფუნქცია

“უკვე უნდა დავიწყოთ მოქმედება, როგორც ევროკავშირის წევრმა ქვეყანამ და ევროკავშირს დავანახოთ ჩვენი მიმზიდველობა და ფუნქცია”, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტის პირველი რეზოლუცია სწორედ საგარეო ურთიერთობებს ეხება.

„ეს არის, რა თქმა უნდა, გზავნილი ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის და ასევე ქვეყნის შიდა კონსოლიდაციისთვის არის უაღრესად მნიშვნელოვანი. იმ ამბიციური გეგმების შესასრულებლად, რომლებიც ამ რეზოლუციაშია და ჩვენი საგარეო პოლიტიკის სტრატეგიის ძირითად მიმართულებებს წარმოადგენს, აუცილებელია მთლიანად ქვეყნის შიგნით კონსოლიდაცია, მუშაობა უკვე დღეიდანაა დასაწყები, რომ ის ამოცანები, იგივე ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით, ასოცირების დღის წესრიგის შესრულება, ასევე 2021-2027 წლის გეგმის შესრულება, ჩვენ, ფაქტობრივად, უკვე უნდა დავიწყოთ მოქმედება, როგორც ევროკავშირის წევრმა ქვეყანამ. ევროკავშირს უნდა დავანახოთ ჩვენი მიმზიდველობა და ფუნქცია“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ახალი მოწვევის პარლამენტში პირველი საკანონმდებლო ინიციატივის დამტკიცება არის კიდეც საქართველოს საგარეო პოლიტიკის მიზნების განმტკიცება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები