ზურაბ ჯაფარიძე: არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, “პატრიოტთა ალიანსის” მე-17 და 27-ე ნომრები შევლენ თუ არა პარლამენტში – ეს არ ცვლის არაფერს

“პოლიტიკური კრიზისი არ არის იმის გამო, რომ პარლამენტში დეპუტატები არ არიან. პოლიტიკური კრიზისი რომ არის, იმის გამო არ არიან დეპუტატები პარლამენტში”, – ამის შესახებ პოლიტიკური პარტიის ”გირჩი – მეტი თავისუფლება” თავმჯდომარემ, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, პატრიოტთა ალიანსის მე-17 და 27-ე ნომრები შევლენ თუ არა პარლამენტში, რადგან ეს არაფერს ცვლის.

“პოლიტიკური კრიზისი არ არის იმის გამო, რომ პარლამენტში დეპუტატები არ არიან. პოლიტიკური კრიზისი რომ არის, იმის გამო არ არიან დეპუტატები პარლამენტში. კრიზისი არის სინამდვილეში ადამიანების ტვინებსა და გულებში, იმ ადამიანების, რომლებმაც ორი ვადა მისცეს ქართულ ოცნებას და ორი ვადის მერე იმედი ჰქონდათ, რომ ქვეყანაში რაღაც შეიცვლებოდა და ეს ცვლილებები დაიწყებოდა ხელისუფლების ცვლილებით. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, პატრიოტთა ალიანსის მე-17 და 27-ე ნომრები შევლენ თუ არა პარლამენტში. ეს არ ცვლის არაფერს. ოპოზიცია შევა პარლამენტში იმ შემთხვევაში, თუ, ჩემი აზრით, დაინახავს, რომ ივანიშვილი ძალაუფლებას თმობს. ივანიშვილს ძალაუფლება უნდა დაეთმო არჩევნებით, არ დათმო არჩევნებით და ახლა უნდა დათმოს მოლაპარაკების გზით”, – აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე.

შეგახსენებთ, ავთანდილ ენუქიძემ, გელა მიქაძემ, ფრიდონ ინჯიამ და დავით ზილფიმიანმა „პატრიოტთა ალიანსი“  დატოვეს და საპარლამენტო მუშაობაში ჩაერთნენ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები