“კონსტრუქტ2”-ის მომზადების პროგრამის მსმენელებმა ზესტაფონში მიუსაფარი ძაღლებისთვის ხის სახლები დაამზადეს და სხვადასხვა ლოკაციაზე განათავსეს

სამშენებლო კოლეჯ “კონსტრუქტ2”-ის მომზადების პროგრამის მსმენელებმა ზესტაფონში მიუსაფარი ძაღლებისთვის ხის სახლები დაამზადეს.

სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში დამზადებული სახლები ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის დახმარებით სხვადასხვა ლოკაციაზე განთავსდა.

“კონსტრუქტ2”-ელების ამ საქველმოქმედო აქციის მიზანი უსახლკაროდ დარჩენილი ოთხფეხა მეგობრებისთვის თბილი ზამთრის ჩუქებაა.

როგორც “კონსტრუქტ2”-ის დირექტორი, თამარ ზაქარაშვილი აცხადებს, მუდმივად არიან ჩართული სოციალურ პროგრამებში, ზამთრის პერიოდში კი მიუსაფარი ძაღლებისთვის ეს პროექტი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო.

“მნიშვნელოვანია პროფესიული განათლების ფარგლებში მიღებული უნარები საზოგადოებრივი და სოციალური მნიშვნელობის ჭრილში დავინახოთ.  იყო “კონსტრუქტ2″-ის სტუდენტი ნიშნავს არამარტო მაღალი ხარისხის ცოდნის ფლობას, არამედ – ღირებულებების გაზიარებას”, –  აცხადებენ “კონსტრუქტ2”-ში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები