საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებს საჩუქრები გადასცეს (ფოტო)
საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებს დამდეგი ახალი წელი მიულოცეს და საქველმოქმედო აქციის ფარგლებში საახალწლო ნობათი და საჩუქრები გადასცეს.
საქველმოქმედო აქციები თბილისში კაიროს ქუჩაზე, ვაზისუბნის დასახლებაში, ზაჰესსა და კიდევ რამდენიმე უბანში გაიმართა.
მსგავსი სახის აქციები საქართველოს პროკურატურის თანამშრომლების მიერ არაერთხელ მოეწყო და მომავალშიც გაგრძელდება.