პუტინმა ბაიდენსა და ტრამპს შობა-ახალი წელი მიულოცა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს, ასევე, მოქმედ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შობა-ახალი წელი მიულოცა.

ინფორმაციას კრემლის პრესსამსახური ავრცელებს.

მისალოც წერილში ნათქვამია, რომ “კორონავირუსის პანდემიამ, ასევე, სხვა გამოწვევებმა, რომელსაც მსოფლიო მიმდინარე წელს წააწყდა, დაადასტურეს ფართო საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობა”.

პუტინი ასევე დარწმუნებულია, რომ რუსეთი და აშშ “ურთიერთინტერესებისა და თანასწორუფლებიანობის პრინციპის დაცვით, გლობალურ ასევე რეგიონალურ დონეზე მშვიდობისა და სტაბილურობისთვის ბევრი საკითხის მოგვარებას შეძლებენ”.

გუშინ კრემლის ლიდერმა შობა-ახალი წელი უცხო ქვეყნების ლიდერებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანლებს მიულოცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები