დიდი ბრიტანეთში კოვიდის ახალი შტამის აღმოჩენის შემდეგ განსაკუთრებით დამძიმდა ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა; საავადმყოფოებში ამჟამად იმაზე მეტი პაციენტია მოთავსებული, ვიდრე კოვიდის პირველი ტალღის პიკის დროს

დიდი ბრიტანეთში კოვიდის ახალი შტამის აღმოჩენის შემდეგ განსაკუთრებით დამძიმდა ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა – ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

მათივე ცნობით, ერთ-ერთი მედიკოსის განცხადებით, ”მედვეის” საავადმყოფოს ეზოში სასწრაფოებს ექვსი საათი რიგში დგომა მოუხდათ, რათა ექიმებს პაციენტები მიეღოთ.

“ბოლო პერიოდში გაერთიანებულ სამეფოში ინფიცირების რეკორდულად მაღალი რაოდენობის გამოვლენის გამო მთავრობა უკიდურეს შეშფოთებას გამოთქვამს. ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის, მეთ ჰენკოკის თქმით, გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის ეროვნული სისტემა უკიდურესი ზეწოლის ქვეშ მუშაობს, ვინაიდან
ამჟამად ინგლისისა და უელსის საავადმყოფოებში კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტთა რაოდენობა პირველი ტალღის პიკის დროს დაფიქსირებულ ყველაზე მაღალ ნიშნულსაც კი აჭარბებს;
მედიკოსების განცხადებით, თუ ეპიდემიოლოგიური სიტუაცია არ დასტაბილურდა, საავადმყოფოებში პალატები და ინტენსიური თერაპიის განყოფილებები სწრაფად გადაიტვირთება.
ჯანდაცვის სექტორზე ზეწოლას კიდევ უფრო ზრდის ზამთრის სეზონზე გართულებული სხვა დაავადებები.
29 დეკემბერს დიდ ბრიტანეთში კოვიდ ინფიცირებულის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა – 53 135 ახალი შემთხვევა. საავადმყოფოებში ამჟამად იმაზე მეტი პაციენტია მოთავსებული, ვიდრე კოვიდის პირველი ტალღის პიკის დროს. ჯანდაცვის სფეროს ექსპერტების განცხადებით, ეს არის უპრეცენდენტოდ მაღალი მაჩვენებელი.
ასევე, შობის მეორე დღეს სასწრაფო დახმარებამ მიიღო 8 000-მდე გამოძახება და იმის გამო, რომ პალატებში არ იყო საკმარისი ადგილი, ექიმები იძულებულნი იყვნენ, პაციენტებისთვის დახმარება სასწრაფოს მანქანებში აღმოეჩინათ”, – წერს უცხოური მედია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები