რუსეთის თავდასხმის შედეგად კიევის ოლქში ხუთი ადამიანი დაშავდა, მათ შორის სამი ბავშვი

რუსულმა ძალებმა 22 ივლისის დილით კიევის ოლქზე მორიგი საჰაერო იერიში მიიტანეს. უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად ბუჩის რაიონის სოფელ ჩაიკიში საცხოვრებელი სახლი დაზიანდა.

თავდასხმის შედეგად დაშავდა ხუთი ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი. ოფიციალური ცნობით, ყველა დაზარალებულს საჭირო სამედიცინო დახმარება უკვე გაეწიათ.

ადგილზე გაჩენილი ხანძარი მეხანძრე-მაშველებმა სრულად ჩააქრეს.

თავდასხმის შედეგად მიყენებული ზარალის შეფასება და გარემოებების დადგენა ამ დრომდე გრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები