ქუთაისის საერთაშოირსო უნივერსიტეტის თანამშრომლები კუთვნილი ხელფასების მოთხოვნით აქციას მართავენ

ქუთაისის საერთაშოირსო უნივერსიტეტის თანამშრომლები გაიფიცნენ. ისინი კუთვნილი ხელფასების აღებას ითხოვენ, რომელიც, მათი თქმით, 2 თვეა, არ მიუღიათ.
დაახლოებით, უნივერსიტეტის 100 თანამშრომელი დაწესებულების ეზოშია შეკრებილი და აქციას მართავს.
„2 თვის ხელფასები გვაქვს ასაღები, ვმუშაობ დალაგებაზე და თავზე გვადგანან, რომ ხარისხიანად უნდა გაკეთდეს ყველაფერი. გვითხრეს, რომ ხელფასები 20-ში იქნებოდა, დაგვითხოვეს და მას შემდეგ გვატყუებენ – დღეს, ხვალ იქნება ანაზღაურებაო.
ჩვენ ვითხოვთ რაც ნამუშევარი გვაქვს, სხვას არაფერს. თურქულმა კომპანიამ გადაგვიხადოს, რაც დავალიანება აქვს,“ – აცხადებებენ აქციის მონაწილეები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები