ლევან თარხნიშვილი: ძალიან მაინტერესებს, რომელი თანხებიდან აპირებს მთავრობა სუბსიდირების დაფარვას

“ევროპული საქართველოს” წევრი, ლევან თარხნიშვილი სემეკ-ში ელექტროენერგიის ტარიფის ზრდასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

თარხნიშვილს აინტერესებს, რომელი თანხებიდან აპირებს მთავრობა სუბსიდირების დაფარვას.

“ძალიან მაინტერესებს, რა თანხებიდან აპირებს ბატონი გახარია ამის სუბსიდირებას, ისევ საგარეო ვალებს აიღებს, რომელიც ასევე ჩვენს მოსახლეობას დააწვება, საშინაო ვალებს აიღებს, რომელიც ასევე ჩვენს მოსახლეობას დააწვება თუ საბიუჯეტო სახსრებით, რომელსაც ასევე ჩვენ ვავსებთ თითოეული მოქალაქე? შესაბამისად, ეს ყველაფერი მაინც დააწვება საქართველოს მოსახლეობას და თითოეული ჩვენგანი გადავიხდით იმ ფასს, რომელიც გამოწვეულია “ქართული ოცნების” უგუნური ნაბიჯებით”, – განაცხადა ლევან თარხნიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები