“თითომ თითო ბავშვი რომ გავახაროთ ჩვენი შვილების გარდა, ყველაზე კარგი წელი იქნება” – “ანაგი”

სიკეთე გადამდებია – სამშენებლო კომპანიამ, “ანაგი” წელს ახალი წელი მზრუნველობა მოკლებულ ბავშვთა სახლებს მიულოცა.

კომპანიის წარმომადგენლები, ხვალ ლეიკემიის ცენტრს ეწვევიან, ასევე არაჩვეულებრივი საქველმოქმედო პლატფორმა “სუპერგმირის” დახმარებით ბავშვებს თანხა ჩაერიცხებათ რათა საჩუქრები თვითონ შეარჩიონ. “სიკეთე რომ ჩუმად უნდა აკეთო ეს “ანაგის” და მისი მენეჯმენტის მთავარი წესია, არასოდეს ვლაპარაკობთ იმ ძალიან ბევრ კეთილ საქმეზე რასაც ვაკეთებთ ყოველდღიურად, მაგრამ ხანდახან მიჩნდება სურვილი ბევრი ვილაპარაკო ამ თემაზე, იმიტომ კი არა რომ ტაშის დაკვრას ველოდებით, იმიტომ რომ სიკეთე გადამდებია და სხვაც გაიზიარებს. სიკეთის კეთებისგან მიღებულ დადებით ემოციას არაფერი სჯობს და მუშაობდე კომპანიაში რომელსაც ამის კეთების სურვილი ყოველდღიურად აქვს, დიდი ბედნიერებაა. წელს ახალი წელი მზრუნველობა მოკლებულ ბავშვთა სახლებს მივულოცეთ, რამდენიმე იდეა გვქონდა წინასაახალწლოდ ბავშვების გასახარებლად გვინდოდა ზეიმის მოწყობა მათი საყვარელი გმირებით, თოვლის ბაბუის მისვლა საჩუქრებით, თუმცა პანდემიის გამო მათი რისკის ქვეშ დაყენების საშიშროება იყო, ამიტომაც გავუგზავნეთ სახლის კინოთეატრები ბევრი საახალწლო ფილმებით მათი საახალწლო განწყობის ასამაღლებლად. ხვალ ლეიკემიის ცენტრს ვეწვევით (შორიდან) ასევე არაჩვეულებრივი საქველმოქმედო პლატფორმა “სუპერგმირის” დახმარებით ბავშვებს თანხა ჩაერიცხებათ რომ საჩუქრები თვითონ შეარჩიონ. ამიტომ გვაპატიეთ “ანაგისგან” საჩუქარი თუ არ მოგივათ, ახალი წელი მაინც ბავშვების დღესასწაული უფროა თითომ თითო ბავშვი რომ გავახაროთ ჩვენი შვილების გარდა ყველაზე კარგი წელი იქნება. “ანაგი” კიდევ ბევრ კეთილ საქმეს გააკეთებს და სიკეთე მართლა გადამდებია”, – აცხადებენ “ანაგში”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები