სომხეთის პრეზიდენტმა ფაშინიანს ხელისუფლების დათმობისკენ მოუწოდა
“სომხეთის მთავრობა ნებისმიერ შემთხვევაში უნდა გადადგეს, რომ ყარაბაღში მომხდარი მოვლენების “გვერდი დაიხუროს”, ასევე, ხალხს იმედი ჩაესახოს”, – განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტმა, არმენ სარქსიანმა გიუმრის მოსახლეობასთან შეხვედრაზე.
სარქსიანმა ფაშინიანის, პუტინისა და ალიევის სამმხრივ შეთანხმებაზე ისაუბრა და თქვა, რომ მეორე დღესვე, როგორც პრეზიდენტმა, მთავრობას გადადგომისკენ მოუწოდა.
“პირველივე დღიდან, მე, როგორც პრეზიდენტმა, ძალიან მარტივი გადაწყვეტილება შევთავაზე – მთავრობა მიდის, რადგან რთულია გააგრძელო საქმიანობა, როდესაც წააგე. ამასთანავე, მთავრობას რაიმე დანაშაული რომც არ მიუძღოდეს, ყველა შემთხვევაში ეს გვერდი არის დასახური და თავიდან არის ყველაფერი დასაწყები, რომ ხალხს იმედი მიეცეს, რადგან ადამიანები იმედით ცხოვრობენ”, – თქვა მან.