გოჩა ენუქიძემ ლენტეხის მუნიციპალიტეტში მრავალშვილიანი და სოციალურად დაუცველი ოჯახები მოინახულა

რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გოჩა ენუქიძემ მხარის რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელსა და ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერთან ერთად ლენტეხის მუნიციპალიტეტში მრავალშვილიანი და სოციალურად დაუცველი ოჯახები მოინახულა.

დეპუტატის განცხადებით, რამდენიმე დღის წინ მან სოციალური ქსელის საშუალებით პატარა გოგონას, ქრისტინე აფაქიძის შესახებ შეიტყო, რომელიც მრავალშვილიანი ოჯახიდანაა და სურდა ნაძვის ხე, საკუთარ ოჯახში საახალწლო განწყობის შესაქმნელად.

გოჩა ენუქიძე სოფელ ლესემაში ქრისტინასა და მის ოჯახს პირადად ესტუმრა, ნაძვის ხე, საახალწლო დეკორაციები და ტკბილეულობა მიუტანა და დამდეგი 2021 წელი საუკეთესო სურვილებით მიულოცა.

„ბავშვებს ყველაზე გულწრფელად და ყველაზე მეტად უხარიათ ახალი წელი, ამიტომ, ბედნიერი ვარ, რომ ბავშვები ახალ წელს ახალი ნაძვის ხით, ამაღლებული განწყობითა და კვლავ კეთილი სურვილებით შეხვდებიან”, – აცხადებს გოჩა ენუქიძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები