ბადრი ჯაფარიძე: არ ვიცი, რა არ მოეწონა ოქრუაშვილს, მისი მოსაზრება ნაკლებად მაინტერესებს

“ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის მიერ მამუკა ხაზარაძის მისამართით გამოთქმულ კრიტიკას გამოეხმაურა.

ბადრი ჯაფარიძემ “დღის კურიერის” ეთერში განაცხადა, რომ ირაკლი ოქრუაშვილის მოსაზრება ნაკლებად აინტერესებს.

“მე არ ვიცი, რა არ მოეწონა ოქრუაშვილს და მისი მოსაზრება ნაკლებად მაინტერესებს. არანაირ მოლაპარაკებებს ოქრუაშვილთან ერთად არ ვაწარმოებ და არც ვაპირებ”, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, ირაკლი ოქრუაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა: “მამუკა ხაზარაძეს: თქვენ, ვაჭარნი, ჯაბანნი ხართ, ომისაცა უმეცარნი, შორს ისრითა არ დაგხოცნენ, ჩაიხშენით თანა კარნი; მარტო მნახეთ, ვით შევება, ვით ვიხმარნე ლომნი მხარნი! მეკობრისა ნავისანი სისხლნი ჰნახნეთ მონაღვარნი”. 2022 არა, 22%-იანი განაკვეთი ბებიაშენისამ…”.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები