გამყოფი ხაზის სოფლების მიმდებარედ მცხოვრებ სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებსა და მარტოხელა მოხუცებს საკვები პროდუქტები გადასცეს

ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის სოფლების მიმდებარედ მცხოვრებ სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებსა და მარტოხელა მოხუცებს წინასაახალწლოდ საკვები პროდუქტები გადაეცათ.

სასურსათო პაკეტები ჩარიგოგდიშვილების, ღუნაშვილებისა და გოგიჩაიშვილების მრავალშვილიან ოჯახებს პირადად დუშეთის, ყაზბეგის, მცხეთისა და თიანეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა, შალვა კერესელიძემ მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელ მანანა ნარიმანიძესთან, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერ ზურაბ სეხნიაშვილსა და საკრებულოს დეპუტატ ლევან შერმადინთან ერთად გადასცა.

„მოვინახულეთ მრავალშვილიანი სოციალურად დაუცველი ოჯახები და მარტოხელა მოხუცები, გადავეცით სასურსათე პაკეტები, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი კომპანია „სოკარ ენერჯი ჯორჯიასა” და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს”, – განაცხადა მანანა ნარიმანიძემ.

აღნიშნული ღონისძიება კომპანია „სოკარ ენერჯი ჯორჯია” და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის დახმარებით განხორციელდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები