მცხეთის ბაღებში საკვები პროდუქტები დარიგდა
მცხეთის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ყველა საბავშვო ბაღში სასურსათო ამანათების გადაცემის პროცესი დასრულდა.
COVID 19-ის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, 10-მდე დასახელების პროდუქტი 25 საბავშვო ბაღის 2100- მდე აღსაზრდელმა მიიღო.
გადაცემის პროცესში მონაწილეობა მიიღო მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა – გიორგი კაპანაძემ მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელ მაია თელიასთან ერთად. პროცესი ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად განხორციელდა.
ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ვითარების გამო სააღმზრდელო პროცესი მცხეთის საბავშვო ბაღებში 2 მარტიდან შეჩერებულია. პროდუქტი, რომელიც საბავშვო ბაღებში აღსაზრდელთა კვებისთვის იყო გათვალისწინებული, აღსაზრდელების მშობლებს გადაეცათ.