გიორგი ვაშაძე: კატეგორიულად მიუღებელია ირაკლი ოქრუაშვილის ლექსიკა, პოლიტიკაში ვართ თუ ბოსელში
“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერისთვის, გიორგი ვაშაძისთვის „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის ლექსიკა, რომლითაც მან მამუკა ხაზარაძის განცხადებები გააკრიტიკა, მიუღებელია.
ვაშაძემ ოპოზიციონერებს მოუწოდა, ერთმანეთს თავს ნუ დაესხმებიან.
“კატეგორიულად მიუღებელია ის ლექსიკა, რაც იყო ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებაში. ჩვენ რა, პოლიტიკაში ვართ თუ ბოსელში, ბოლოს და ბოლოს. ადამიანურად, სწორად უნდა ვისაუბროთ. რაც შეეხება ჩვენს პოზიციას მამუკა ხაზარაძის განცხადებასთან დაკავშირებით, არის, რომ დავსხდებით და ვიმსჯელებთ, რადგან სხვა საკითხებთან კომპოზიციაში შეიძლება სხვადასხვა საკითხზე მსჯელობა. მაგრამ, კიდევ ერთხელ ვამბობ, განსაკუთრებით, ოპოზიციის წარმომადგენლებს მოვუწოდებ – მყისიერად ყელში რომ წვდებით და თავს ესხმით ადამიანებს, ეს არის არასწორი და, მით უმეტეს, როდესაც ეს ხდება არაკორექტული სიტყვებით, კატეგორიულად მიუღებელია ჩემთვის”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ცნობისთვის, ირაკლი ოქრუაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა: “მამუკა ხაზარაძეს: თქვენ, ვაჭარნი, ჯაბანნი ხართ, ომისაცა უმეცარნი, შორს ისრითა არ დაგხოცნენ, ჩაიხშენით თანა კარნი; მარტო მნახეთ, ვით შევება, ვით ვიხმარნე ლომნი მხარნი! მეკობრისა ნავისანი სისხლნი ჰნახნეთ მონაღვარნი”. 2022 არა, 22%-იანი განაკვეთი, ბებიაშენისამ…”