მარნეულში 37 წლის მამაკაცი საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს

მარნეულში 37 წლის მამაკაცი საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს.
„რეგიონული კვირის“ ინფორმაციით, მამაკაცი ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად გარდაიცვალა.
გარდაცვლილ მამაკაცთან ერთად, ბინაში სხვა პირიც იმყოფებოდა, თუმცა, უბედურ შემთხვევას გადაურჩა.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, როგორც შსს-ში „რეგიონულ კვირას“ განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები