დავით ბაქრაძე: პარტიიდან ელენე ხოშტარიას წასვლა სიახლე და სიურპრიზი არ ყოფილა, პარტიის შიგნით ვიცოდით

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, დავით ბაქრაძე პარტიიდან ელენე ხოშტარიას წასვლას გამოეხმაურა.

ბაქრაძის თქმით, აღნიშნული ფაქტი მოულოდნელი არ იყო და ამის შესახებ პარტიის შიგნით იცოდნენ.

“ჩვენ დიდი ხნის მანძილზე ვიცით, რომ პოლიტიკური ციკლის – არჩევნების – დასრულების შემდეგ ფიქრობდა დამოუკიდებელ პოლიტიკურ საქმიანობაზე, მეტი აქცენტით სამოქალაქო აქტივიზმზე. ჩვენთვის ეს სიახლე და სიურპრიზი არ ყოფილა, წინასწარ, პარტიის შიგნით ვიცოდით და ვიყავით მოლაპარაკებული. წარმატებებს ვუსურვებ ახალ გზაზე. ვფიქრობ, მიზანი საერთოა – ნორმალური დემოკრატიული ქვეყნის ჩამოყალიბება. ეს არაა პარტიიდან გადინების პროცესი, როგორც ეს ზოგიერთს სურს, გამოაჩინოს”, – აღნიშნა ბაქრაძემ.

თავის მხრივ, ელენე ხოშტარიას თქმით, ის დამოუკიდებელ პოლიტიკურ ცხოვრებას იწყებს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები