თურქეთში 6.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

თურქეთში 6.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ევროპული ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიურმა ცენტრმა მიწისქვეშა ბიძგები 09:37 საათზე დააფიქსირა.

მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ სივრიჯიდან 10 კილომეტრში მოხდა, სადაც, დაახლოებით 5,4 ათასი ადამიანი ცხოვრობს.

ბიძგები 2 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.

ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ამ დროისთვის მსხვერპლის და ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები