პაკისტანში, სამხედრო ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა

პაკისტანის არმიის ვერტმფრენმა სამხედრო ოპერაციის შესრულების დროს კატასტროფა განიცადა.

უბედური შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გამოცემა “DAWN” ავრცელებს.

მათი ცნობით, ვერტმფრენი, დაღუპული სამხედროს ცხედრის ევაკუაციის დროს, ზვავის ქვეშ მოჰყვა. დაიღუპა ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი, ორი მაიორი მფრინავი და ორი ჯარისკაცი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები