“წლევანდელ ქრისტეშობას ევანგელურ-ლუთერულმა ეკლესიამ ტრადიციულ ღამისთევაზე უარი თქვა”

წლევანდელი ქრისტეშობა განსხვავებულად აღნიშნეს ევანგელურ-ლუთერულ ეკლესიაში: კოვიდ პანდემიის გათვალისწინებით, სახელმწიფოს ნებართვის მიუხედავად, ეკლესიამ და მრევლმა მსოფლიო გამოცდილება გაითვალისწინა და ტრადიციულ ღამისთევაზე უარი თქვა,- ამის შესახებ განცხადება თავის გამოსვლაში რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ გააკეთა.

მან, მადლობა გადაუხადა ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის ეპისკოპოსს, მარკუს შოხსა და მრევლს გამოჩენილი სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ცნობით, ზაზა ვაშაყმაძემ ტაძარში შეკრებილებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის სახელით შობის დღესასწაული მიულოცა და წარმატებები უსურვა.

საზეიმო წირვას ესწრებოდა გერმანიის ელჩი საქართველოში, ჰუბერტ ქნირში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები