გია ვოლსკი: ვახტანგ გომელაურმა სახელმწიფოს სამსახურში საკმაოდ სერიოზული წვლილი შეიტანა და მომავალშიც ძალიან დიდი იქნება, მისი და შსს-ს როლი

პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ საპარლამენტო ტრიბუნიდან სიტყვით გამოსვლისას შინაგან საქმეთა მინისტრს დაბადების დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ ვახტანგ გომელაურს სახელმწიფოს სამსახურში საკმაოდ სერიოზული წვლილი შეიტანა და მომავალშიც ძალიან დიდი იქნება, ამ სამინისტროს და ამ სტრუქტურის როლი.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობაც შევაფასოთ და ვიყოთ ობიექტურები. არა მარტო პატივისცემა, მათი მაღალი პროფესიონალური დონის შეფასებაც მოვახდინოთ თითოეული პოლიციელის, რიგითიდან დაწყებული მინისტრით დამთავრებული და თუ დღეს ჩვენ ბატონ ვახტანგს ვულოცავთ დაბადების დღეს, ეს არ ხდება იმიტომ, რომ ის ჩვენი მეგობარია, დიდი ხანია ერთად ვართ და ვიცნობთ, ურთიერთობა გვაქვს თბილი და ახლო. ეს იმიტომ, რომ მან სახელმწიფოს სამსახურში საკმაოდ სერიოზული წვლილი შეიტანა და მომავალშიც ძალიან დიდი იქნება, ამ სამინისტროს და ამ სტრუქტურის როლი”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები