მაია ცქიტიშვილი: ოპოზიციური პარტიების მხრიდან არის იმ სურათის შექმნის მცდელობა, თითქოს, პარლამენტი ლეგიტიმური არ არის, რეალობა სულ სხვაა
“ჩვენ კიდევ გვაქვს იმედი იმისა, რომ პარტიებს შორის დიალოგი წარმატებით დასრულდება”, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციური პარტიების მხრიდან არის იმ სურათის შექმნის მცდელობა, თითქოს, პარლამენტი ლეგიტიმური არ არის, რეალობა კი სულ სხვაა.
“ოპოზიციური პარტიების მხრიდან არის იმ სურათის შექმნის მცდელობა, თითქოს, პარლამენტი ლეგიტიმური არ არის. რეალობა სულ სხვაა. პარლამენტი არჩეულია მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილის მიერ. წლევანდელი არჩევნები ამომრჩეველთა მაღალი მონაწილეობით გამოირჩეოდა. ეს ის პარლამენტია, სადაც ამომრჩეველმა ცხრა პარტია განსაზღვრა და ნდობა ცხრა პარტიას გადასცა. ჩვენ კიდევ გვაქვს იმედი იმისა, რომ პარტიებს შორის დიალოგი წარმატებით დასრულდება“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.