სოზარ სუბარი: ბოლო წლებში უზარმაზარი ძალისხმევა იდება ჩვენი ქალაქების და სოფლების წყალმომარაგების მიმართულებით, თუმცა ეს პრობლემა ჯერ კიდევ ბევრგან გადასაჭრელია

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა პრემიერმინისტრობის კანდიდატს წყლით მომარაგების პროგრამასთან დაკავშირებით დაუსვა კითხვა.

„ჩვენს რეგიონებთან დაკავშირებით ინფრასტრუქტურულ პრობლემებს რა გამოლევს, მაგრამ ერთს საუკუნის პრობლემა შეიძლება ეწოდოს, – ესაა ჩვენი ქალაქების და სოფლების წყლით მომარაგება. უმრავლესობაში არ არის 24 საათიანი წყლით მომარაგება. ეს არის პრობლემა, რომელიც მოგვდევს ჯერ კიდევ წინა საუკუნიდან და არცერთ მთავრობას სერიოზული ნაბიჯები არ გადაუდგამს.

ბოლო წლებში მართლა უზარმაზარი ძალისხმევა იდება ამ მიმართულებით. თუნდაც ის, რომ წელს ქუთაისმა, ზუგდიდმა, ჭიათურამ პირველად მიიღეს 24 საათიანი წყალმომარაგება უკვე ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა უამრავი ქალაქის მოსახლეობა ახლა გვიყურებს და ფიქრობს როდის მოვა მათთან ეს დღე, როცა მათაც ექნებათ გამართული წყალმომარაგება. ტურიზმი ხომ წარმოუდგენელია ამის გარეშე და ტურიზმიც რომ არ იყოს 21-ე საუკუნის მეორე ათწლეული იწურება და ბევრ ქალაქში ჯერ კიდევ არ არის წყალი. კარგად ვიცი რამხელა ძალისხმევა არის გაწეული, მაგრამ ეს კრიზისი რამე გავლენას ხომ არ მოახდენს ამ პროგრამების შემუშავებაზე? და თუ შეგვიძლია დავასახელოთ ის ვადა, როდესაც შეიძლება ვთქვათ, რომ ყველა სოფელში თუ არა დიდ ქალაქებში და მუნიციპალურ ცენტრებში მაინც გვექნება გამართული წყალმომარაგების სისტემა”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები