გიორგი გახარია – განათლების სფერო ქვეყნის პრიორიტეტების ნუსხაში დარჩება და ერთ-ერთ პირველ ადგილზე იქნება

განათლების რეფორმა იყო და იქნება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატ ირაკლი ქადაგიშვილის კითხვაზე პასუხისას განაცხადა.
მისივე თქმით, განათლების ბიუჯეტი არ შემცირდება და წლიდან წლამდე გაიზრდება.
„რაც შეეხება მთლიანი შიდა პროდუქტის 6%-ის განათლებაზე მიმართვასთან დაკავშირებულ დაპირებას, რომელიც 2022 წლიდან უნდა განხორციელებულიყო, მე დღეს ამ დაპირებასთან დაკავშირებით ვიქნებოდი საკმაოდ ფრთხილად სხვადასხვა მიზეზის გამო. მიზეზი ნომერი ერთი – კოვიდის და მისგან გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის მახასიათებელია გაურკვევლობის მაღალი ხარისხი, არავინ იცის რა ეკონომიკური პარამეტრებით დავასრულებთ 2021 წელს და დავიწყებთ 2022-ს, ამიტომ ამ საკითხის განხილვა ცოტა გადასავადებელია, თუმცა დაშვების დონეზე ვუშვებ ორივე ვარიანტს. ვუშვებ იმასაც, რომ ამ დაპირების 2022 წლის მაგივრად გადავადებაც შეიძლება მოგვიწიოს. ყველანი ერთად, ჩვენს მოქალაქეებთან ერთად ვნახავთ, რომ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ფინანსური პრიორიტეტები უბრალოდ სხვა იქნება. თუ ასე არ იქნება, მაშინ ამ საკითხს დავუბრუნდებით, თუმცა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ განათლების სფერო ქვეყნის პრიორიტეტების ნუსხაში დარჩება და ერთ-ერთ პირველ ადგილზე იქნება”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები