სერგი კაპანაძე: ირაკლი კობახიძე იმაშიც დარწმუნებული იყო, როდესაც თავის სტუდენტებს ასწავლიდა, პარტიებისთვის დაფინანსების ჩამორთმევა დაუშვებელიაო, როგორც ჩანს, შეიცვალა პოზიცია

“ახლა კობახიძესა და ივანიშვილს აწყობთ, რომ დაარწმუნონ ტყუილში საზოგადოება, თითქოს, ოპოზიციური ძალები აპირებენ, დაექვემდებარონ შანტაჟს”, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგი კაპანაძემ ირაკლი კობახიძის განცხადების იმ განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, რომლის მიხედვითაც, პარლამენტში „ევროპული საქართველოსა” და „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა ყველა პარტია შევა.

მისი თქმით, კობახიძის პოზიციას არანაირი აზრი არ აქვს.

„კობახიძე ბევრ რამეში არის ხოლმე დარწმუნებული, იმაშიც დარწმუნებული იყო, როდესაც თავის სტუდენტებს ასწავლიდა, რომ პარტიებისთვის დაფინანსების ჩამორთმევა იყო დაუშვებელი, ოღონდ მერე, როგორც ჩანს, შეიცვალა პოზიცია. დარწმუნებული იყო თავის დროზე, რომ პროპორციული არჩევნები ცუდი იყო, ოღონდ მერე დარწმუნებული იყო ასევე, რომ პროპორციული არჩევნები კარგი იყო. 120-30-ზეც დარწმუნებული იყო, რომ ცუდი იყო, თუმცა მერე იმაშიც დარწმუნდა რომ კარგი იყო. ამიტომ, მის პოზიციას არანაირი აზრი არ აქვს, ის ახმოვანებს იმას, რასაც ეუბნება ივანიშვილი. ახლა მას და ივანიშვილს აწყობთ, რომ ამ ბლეფით გავიდნენ ფონს, რომ დაარწმუნონ ტყუილში საზოგადოება, თითქოს ოპოზიციური ძალები აპირებენ, დაექვემდებარონ შანტაჟს, დაემორჩილონ მათ რაღაც ფინანსურ, მატერიალურ წახალისებას და შევიდნენ პარლამენტში. რეალობა, როგორც ისტორია გვაჩვენებს ხოლმე არის საწინააღმდეგო“, – განაცხადა კაპანაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები