აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 139 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 290 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
აჭარის რეგიონში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 139 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 290 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რეგიონში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 29 586-ს შეადგენს.
ამასთან, აჭარაში ინფიცირების კლების დინამიკა ნარჩუნდება. შედეგად ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 3 108-მდე შემცირდა.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 603 პაციენტი კლინიკებში მკურნალობს, 630 კოვიდსასტუმროებში, 1 875 კი ბინაზე. მათივე ცნობით, მკურნალობის ეტაპზე მყოფი პაციენტებიდან 32-ის მდგომარეობა კრიტიკულია.