ბექა ფერაძე: დიდ სავაჭრო ცენტრებში თუ წესებს მკაცრად არ დაიცავენ, საჯარიმო სანქცია 10 000 ლარი იქნება

“დიდ სავაჭრო ცენტრებში თუ წესებს მკაცრად არ დაიცავენ, საჯარიმო სანქცია 10 000 ლარი იქნება”, – ამის შესახებ შრომის უსაფრთხოების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ განაცხადა.

მისი თქმით, შრომის ინსპექციას აქვს ნებისმიერი კომპანიის შეჩერების უფლებამოსილება, თუ აღმოჩნდება, რომ მენეჯმენტი ვერ ახორციელებს მოთხოვნებს და ეპიდემიოლოგიურად საფრთხე შეექმნება თითოეულ მოქალაქეს.

“განსაკუთრებული აქცენტი გამახვილებული იქნება დიდ სავაჭრო ცენტრებზე, სადაც ხდება ადამიანთა დიდი კონცენტრირება. თუ ნაკადურობა არ იქნება დაცული, დეზინფექცია არ იქნება ჩატარებული, პირბადის ტარებაზე კონტროლი არ დაწესდება, ჩვენ ვიქნებით იძულებულნი, რომ პირველ შემთხვევაში გამოვიყენოთ ჯარიმა, რომელიც არის 10 000 ლარის ოდენობით, ხოლო თუ კრიტიკული იქნება დარღვევა და ვხედავთ, რომ მასობრივად ხდება ესა თუ ის დარღვევა, ამ შემთხვევაში ინდივიდურად შეგვიძლია, ჩვენ მივიღოთ ჯარიმასთან ერთად შეჩერების გადაწყვეტილება,“ – აცხადებს ბექა ფერაძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები