შალვა ნათელაშვილი: პარლამენტიდან გამოვედით, შესაბამისად, არც ხელფასი გვეკუთვნის, დაისვენებს წულუკიანის პატარა გული

“პარლამენტიდან გამოვედით, შესაბამისად, არც ხელფასი გვეკუთვნის, იმედია, დაისვენებს თეა წულუკიანის პატარა გული”, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.

როგორც ნათელაშვილმა აღნიშნა, „ლეიბორისტულ პარტიას“ ექნება იმ ხალხის მხარდაჭერა, ვისაც უნდა, იცხოვროს დემოკრატიულ საქართველოში.

„გამოვაცხადეთ ბოიკოტი და ბოიკოტი ნიშნავს იმას, რომ სხდომებზე არ უნდა იარო, მაგრამ დაფინანსება საპარლამენტო დეპუტატს ეკუთვნის. ახლა პარლამენტიდან გამოვედით, შესაბამისად, არც ხელფასი არ გვეკუთვნის. იმედია, დაისვენებს თეა წულუკიანის პატარა გული“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა პარლამენტის სხდომაზე განაცხადა: „ქართველები უნიკალური ხალხი ვართ, გყვავს მსოფლიოში ერთადერთი პოლიტიკოსი, რომელსაც გარდაცვალების შემდეგაც შვიდი პროცენტი ექნება რეიტინგი, შალვა ნათელაშვილს ვგულისხმობ“.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები