25 დეკემბერს, 16:00 საათიდან 17:00 საათამდე ბაშის სატრანსპორტო კვანძიდან სამტრედია-დაფნარის სატრანსპორტო კვანძამდე მოძრაობა შეიზღუდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქუთაისის შემოვლითი გზის – სამტრედიის მონაკვეთების 4-ზოლიან ავტომაგისტრალად მოდერნიზების მიმდინარე სამუშაოების პროექტის ფარგლებში, „ბლექ სი გრუპის“ მიერ 2020 წლის 25 დეკემბერს დაგეგმილია საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 248-ე კმ-ზე არსებული ბაშის სატრანსპორტო კვანძიდან ამავე საავტომობილო გზის 259-ე კმ-ზე არსებული სამტრედია-დაფნარის სატრანსპორტო კვანძამდე, ჩარჩოვანი ხიდურა კონსტრუქციის სამონტაჟო სამუშაოების წარმოება, რის გამოც საჭიროა 2020 წლის 25 დეკემბერს, 16:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე მონაკვეთზე 15 წუთით ზემოაღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის ჩაკეტვა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობითა და კოორდინაციით.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები