გია ვოლსკი: სასწორის ერთ მხარეს არის ქვეყნის სამშვიდობოს გაყვანა, მეორე მხარეს კი, მუდმივი დესტაბილიზაცია და არეულობა

“მოლაპარაკებებს, რასაკვირველია ყოველთვის აზრი აქვს, რადგან ჩვენს ქვეყანას სჭირდება სტაბილურობა და პოლიტიკური პარტიების გონივრული, პასუხისმგებლობიანი დამოკიდებულება”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოლაპარაკებებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, სასწორის ერთ მხარეს არის ქვეყნის სამშვიდობოს გაყვანა, მეორე მხარეს კი, მუდმივი დესტაბილიზაცია და არეულობა.

„ვფიქრობ რომ საზოგადოების რაღაც დეზორიენტაციისთვის, თუ არასწორი მიმართულებით მსჯელობისთვის არის ოპოზიციის განცხადებები. ზუსტად იციან თვითონ რა პოზიციაც აქვთ, ის რომ არჩევნები უნდა ტარდებოდეს, სანამ სააკაშვილი არ გაიმარჯვებს, დაახლოებით ეს არის მათი ფორმულა. მოლაპარაკებებს, რასაკვირველია ყოველთვის აზრი აქვს, რადგან ჩვენს ქვეყანას სჭირდება სტაბილურობა და პოლიტიკური პარტიების გონივრული, პასუხისმგებლობიანი დამოკიდებულება. სასწორის ერთ მხარეს დევს ქვეყნის სამშვიდობოს გაყვანა, რასაც სჭირდება ეკონომიკური პროექტები, სოციალური პაკეტი, სამთავრობო სტრუქტურები ბიუჯეტი და მეორე მხარეს დევს ეს მუდმივი დესტაბილიზაცია და არეულობა. რაღაც გარკვეული უხერხულობები ამაში არსებობს“, – განაცხადა ვოლსკიმ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები