ვეფხვია გულედანი გოჩა ლორთქიფანიძის ჰააგის სასამართლოში არჩევას ეხმაურება

საქართველოს პოლიტოლოგთა ასოციაციის თავმჯდომარე, ვეფხვია გულედანი გოჩა ლორთქიფანიძის ჰააგის სასამართლოში არჩევას ეხმაურება.

„გვსურს, გამოვეხმაუროთ გოჩა ლორთქიფანიძის ჰააგის სასამართლოში არჩევას, პირველ ყოვლისა, ვულოცავთ ბატონ გოჩას და საერთაშორისო მნიშვნელობის სასამართლოში წარმატებულ საქმიანობას ვუსურვებთ, ასევე, მივულოცავთ მთელ ქვეყანას ქართული სამართლის ისტორიულ მოვლენას, ისტორიულ პრეცედენტს, რადგან ბატონი გოჩა პირველი ქართველი მოსამართლეა ჰააგის სასამართლოში.

მეორე მხრივ, ეს ფაქტი უტყუარი და ცალსახა დადასტურებაა იმის, რომ საერთაშორისო საზოგადოება საქართველოში არსებულ სასამართლო სისტემას, მიმდინარე რეფორმებს და არსებულ მდგომარეობას დადებითად აფასებს. სხვაგვარად ვფიქრობთ არადემოკრატიული სასამართლო სისტემის მქონე ქვეყნის წარმომადგენელ მოსამართლეს ჰააგის უმაღლეს სასამართლოში არავინ აირჩევდა. აქედან გამომდინარე ეს ფაქტი ირიბად ქართული სასამართლოს დემოკრატიულობას და გარკვეულწილად სისტემის სიძლიერეს უსვამს ხაზს.

ნიშანდობლივია, რომ საქართველომ ჰააგის სასამართლოს კანდიდატის შესარჩევი გამჭვირვალე პროცედურა, საქართველოს გარდა, არცერთ სახელმწიფოს არ უწარმოებია, აღნიშნულმა დიდწილად განაპირობა ქართველის კანდიდატის და საქართველოს წარმატება”, – აღნიშნა ვეფხია გულედანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები