კახა კალაძე: ვიზიარებ გოგი ქავთარაძის ოჯახისა და მეგობრების დიდ მწუხარებას
თბილისის მერი, კახა კალაძე გოგი ქავთარაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
“ჩვენ შორის აღარ არის ყველასათვის საყვარელი მსახიობი – გოგი ქავთარაძე. ჩვენთვის, პირადად ჩემთვის, ის იყო თანამებრძოლი და უფროსი მეგობარი.
ვიზიარებ მისი ოჯახისა და მეგობრების დიდ მწუხარებას” , – წერს კალაძე “ფეისბუქზე”.