გერმანიაში კორონავირუსისგან გარდაცვლილთა ხსოვნის პატივსაცემად სამგლოვიარო ღონისძიება ჩატარდება

გერმანიის მთავრობა კოვიდ19-ისშედეგად გარდაცვლილთა ხსოვნის პატივსაცემად სამგლოვიარო ღონისძიებას გამართავს.

ამის შესახებ გერმანიის მთავრობაში განაცხადეს.

როგორც აღინიშნება,  ქვეყნის მთავრობისთვის მნიშვნელოვანია საზაგადოებისთვის გზავნილი, რომ გარდაცვლილები არავის ავიწყდება.

ამასთან, ღონისძიების გამართვის თარიღი არ ზუსტდება.

ქვეყნის მთავრობის მიერ დაწესებული საკარანტინო ზომების მიუხედავად, ბოლო 24 საათში გერმანიაში ვირუსით 33 777 ადამიანი დაინფიცირდა, რაც პანდემიის დაწყებიდან ანტირეკორდს წარმოადგენს. ერთ დღეში ვირუსს კიდევ 813 ადამიანი შეეწირა, პანდემიის დაწყებიდან გარდაცვალების 24 938 შემთხვევაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები