ზაალ უდუმაშვილი: თუ ჰგონიათ, დაფინანსების მოხსნის, სარეკლამო დროის გაუქმების შეგვეშინდება და შევცვივდებით პარლამენტში, ძალიან ცდებიან

“ქართული ოცნება“ ცდილობს, რომ ქვეყანაში ოპოზიციური აზრი არ ისმოდეს, მეტს არაფერს არ ემსახურება ის ინიციატივები, რომლებიც დღეს გაჟღერდა პოლიტიკური პარტიების დაფინასების შეწყვეტის თაობაზე”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მათ ამომრჩეველმა ხმა იდეის გამო მისცა და ამომრჩევლის ხმები არავითარ ფულზე არ გაიცვლება.

„ის, რაც დღეს ჩვენ მოვისმინეთ, ავტოკრატიული რეჟიმის დაკანონების მცდელობაა ოფიციალურად ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, სწორედ ასეთი მეთოდებით მართავს პუტინი დღევანდელ რუსეთს და ზუსტად იმავეს ცდილობს ახლა „ქართული ოცნება“, რომ არ ისმოდეს ქვეყანაში ოპოზიციური აზრი და, ზოგადად, გაქრეს პოლიტიკური ოპოზიცია, მეტს არაფერს არ ემსახურება ის ინიციატივები, რომლებიც დღეს გაჟღერდა დაფინასების შეწყვეტისა და მთავარი ოპოზიციური პარტიის რეგისტრაციიდან მოხსნის შესახებ. რვა წელია, ბიძინა ივანიშვილი ჩვენ გვემუქრება რადარებიდან გაგვაქროს, მაგრამ ამ რვა წლის განმავლობაში არჩევნებიდან არჩევნებამდე ყველა დარწმუნდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ კი არ დასუსტდა, პირიქით, ყოველწლიურად უფრო ძლიერდება. დაფინანსებას რაც შეეხება, თუ ჰგონიათ, რომ შეგვეშინდება დაფინანსების მოხსნის, სარეკლამო დროის გაუქმების და ამის გამო შევცვივდებით ახლა პარლამენტში, ძალიან ცდებიან. ჩვენ ამომრჩეველმა ხმა მოგცა ჩვენი იდეის გამო, იმ იდეის გამო, რომელიც ამ ქვეყნის განვითარებას ეხება და არანაირ ფულზე არ გაიცვლება ჩვენი ამომრჩევლის ხმები. ეს არის მხოლოდ იმის მცდელობა, რომ დააშანტაჟონ, დაემუქრონ ოპოზიციას, რაც ძალიან მწარედ შემოუბრუნდება „ქართულ ოცნებას“ უახლოეს მომავალში“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები