მერკელი – რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებაზე – “რეალობაზე თვალს ვერ დავხუჭავთ”

გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი აცხადებს, რომ გერმანიის მთავრობას სურს, მოსკოვთან კარგი ურთიერთობის დამყარება, მაგრამ “რეალობაზე თვალს ვერ დახუჭავს”.

ამის შესახებ მერკელმა პარლამენტში გამოსვლის დროს განაცხადა.

კანცლერის თქმით, ბერლინს უნდა – მოსკოვთან კარგი ურთიერთობა ჰქონდეს, მაგრამ არ შეიძლება ისეთი რაღაცების იგნორირება, როგორიც არის ალექსეი ნავალნის მოწამვლა, ბერლინში ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობა, ასევე, უკრაინის კონფლიქტში მინსკის პროცესის უმნიშვნელო პროგრესი.

“არ უნდა დავხუჭოთ რეალობაზე თვალი”, – თქვა მერკელმა და დასძინა, რომ ამ ფონზე გერმანია “მოსკოვის მიმართ ძალიან კეთილსინდისიერ პოლიტიკას ატარებს”.

რამდენიმე დღის წინ Bellingcat-მა და The Insider-მა Der Spiegel-სა და CNN-თან თანამშრომლობით მასალა გამოაქვეყნეს იმის შესახებ, რომ ნავალნის მოწამვლასთან კავშირი აქვს რუსულ ФСБ-ს.

აღინიშნება, რომ 2017 წელს, ასევე, 2019-სა და 2020 წლებში რუსეთის ფედერალური საგამოძიებო ბიუროს თანამშრომლები, იატაკქვეშა დანაყოფიდან, რომელიც მომწამვლელ ნივთიერებებთან მუშაობს, ნავალნის უთვალთვალებდნენ, როდესაც ის რუსეთის ქალაქებს სტუმრობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები