ესპანეთში COVID-19-ის შემთხვევების ზრდას დეკემბრის უქმეების პერიოდში გაზრდილ მობილობას უკავშირებენ

ესპანეთში COVID-19-ის შემთხვევების ზრდას დეკემბრის უქმეების პერიოდში გაზრდილ მობილობას უკავშირებენ.
ესპანეთის მთავრობამ უქმე დღეების დაჯამებული სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, ქვეყანაში ინფიცირების 21 309 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 398 ადამიანი კი გარდაიცვალა. აღნიშნული სტატისტიკა შემაშფოთებელია, ვინაიდან, წინა კვირის მონაცემებთან შედარებით, ქვეყანაში 20,5%-იანი ზრდა ფიქსირდება.
მაჩვენებლის ზრდას ექსპერტები 4-8 დეკემბრის უქმეების პერიოდში გაზრდილ მობილობასა და სოციალიზაციას უკავშირებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები