აშშ-ის ექსპერტების განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით თითქმის ყველა საავადმყოფო შესაძლებლობების ამოწურვის ზღვარზეა

აშშ-ში ყოველი 8 საავადმყოფოდან ერთს აქვს ერთეული რაოდენობა საწოლების ან ამოწურული აქვს საწოლფონდი ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში.

ექსპერტების განცხადების თანახმად, მედიკოსებს სერიოზული პრობლემები აქვთ კოვიდ ინფიცირებულების შესაბამისი დახმარებით უზრუნველყოფის პროცესში და ქვეყნის მასშტაბით თითქმის ყველა საავადმყოფო არის შესაძლებლობების ამოწურვის ზღვარზე.

აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 300 000-ს გადააჭარბა. ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში 1 621 პაციენტი გარდაიცვალა. ამასთან, ინფიცირების 190 000-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, – წერს ადგილობრივი მედია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები