გერმანიის კანცლერმა ბუნდესტაგის დისტანციურ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ შეზღუდვების შემსუბუქება, სამომავლოდ, კიდევ უფრო მკაცრი „ლოქდაუნის“ დაწესების აუცილებლობას გამოიწვევს

გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა ბუნდესტაგის დისტანციურ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ 2021 წლის იანვარი და თებერვალი რთული იქნება, – ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

მათივე თქმით, მერკელის განცხადებით, შეზღუდვების შემსუბუქება, სამომავლოდ, კიდევ უფრო მკაცრი „ლოქდაუნის“ დაწესების აუცილებლობას გამოიწვევს.

„ლოქდაუნის” გამოცხადების წინა დღეს გერმანიის მაღაზიებში ადამიანების დიდი რაოდენობა შეიკრიბა. შეზღუდვებამდე ბოლო რამდენიმე საათი საყიდლებისთვის ერთდროულად ბევრმა ადმიანმა გამოიყენა, რამაც ერთ სივრცეში მოქალაქეების დიდი რაოდენობის თავშეყრა გამოიწვია.
გერმანიაში კარანტინი დღეიდან გამკაცრდა, სკოლები და არააუცილებელი ბიზნეს ობიექტები დაიხურა. შეზღუდვები, რომელიც 10 იანვრამდე იმოქმედებს, კრძალავს საჯარო ადგილებში ალკოჰოლის დალევას. ამასთან, კომპანიებს მოუწოდებენ, თანამშრომლებს დისტანციურად მუშაობის საშუალება მისცენ.
გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა ბუნდესტაგის დისტანციურ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ 2021 წლის იანვარი და თებერვალი რთული იქნება, ხოლო შეზღუდვების შემსუბუქება, მისი აზრით, სამომავლოდ, კიდევ უფრო მკაცრი „ლოქდაუნის“ დაწესების აუცილებლობას გამოიწვევს.
მისი განცხადებით, ქვეყანაში სიტუაცია მძიმეა და მოსახლეობა გაგებით უნდა მოეკიდოს იმ ახალ რეგულაციებს, რომელსაც მთავრობა ამკიტიცებს. ახალი “ლოქდაუნის” პირობებში გამკაცრდება რეგულაციები, მაგრამ, მისი შეფასებით, შეუძლებელი იყო ამის თავიდან აცილება და პანდემიის შეკავება წესების გამკაცრების გარეშე. ამჟამად, ქვეყანას 100 ათას მოსახლეზე ჰყავს 176 ინფიცირებული, რაც სამჯერ აღება იმ მაჩვენებელს, რომლის დროსაც ინფიცირებულის კონტაქტების მიდევნებას აღარ აქვს აზრი“, – წერს უცხოური მედია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები