ნათია თურნავა: ბიზნესის, ადამიანების, მედიის თავისუფლება მოიტანა ამ ქვეყანაში „ქართულმა ოცნებამ“ 2012 წელს, ეს არის მოცემულობა და ფაქტი

“ორმაგი სტანდარტებიც მიუღებელია ჩემთვის, როგორც ქალისა  და როგორც მთავრობის წევრისთვის”, – ამის შესახებ ნათია თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, როცა მას თეა წულუკიანის ბოლო განცხადებების შესახებ დაუსვეს კითხვა.

„ორმაგი სტანდარტებიც მიუღებელია ჩემთვის, როგორც ქალისა და როგორც მთავრობის წევრისთვის. მე პირადად არ მომისმენია ქალბატონი თეას განცხადებები, მაგრამ მე მაქვს მოსმენილი სხვა განცხადებები – სიძულვილის ენა, რომელიც ქალბატონი თეას წინააღმდეგ იყო გამოყენებული, რასაც აბსოლუტურად ვემიჯნები და არის მიუღებელი“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა.

თურნავა იუსტიციის ყოფილი მინისტრის კიდევ ერთ განცხადებასაც გამოეხმაურა, რომელიც წულუკიანმა ტელეკომპანია „რუსთავი 2-თან“ დაკავშირებით გააკეთა. კერძოდ, წულუკიანმა მიანიშნა, რომ ტელეკომპანიის მფლობელის შეცვლა „ქართული ოცნების“ დამსახურებაა.

„მე შემიძლია, ზოგადი კომენტარით შემოვიფარგლო. ერთი, რომ ბიზნესის თავისუფლება, ადამიანების თავისუფლება, მედიის თავისუფლება მოიტანა ამ ქვეყანაში „ქართულმა ოცნებამ“ 2012 წელს და ეს არის მოცემულობა და ეს არის ფაქტი. დანარჩენი ზოგადი სპეკულაციაა“, – განაცხადა თურნავამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები