ჰასან რუჰანი: გვიხარია, რომ ტრამპი არჩევნებზე დამარცხდა

“ირანის ისლამურ რესპუბლიკაში მოხარული არიან, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხდა”, – განაცხადა ირანის პრეზიდენტმა, ჰასან რუჰანიმ და ტრამპს “ტერორისტი” უწოდა.

“ზოგიერთი ამბობს, რომ გვიხარია ჯოზეფ ბაიდენის ხელისუფლებაში მოსვლა. ეს ასე არ არის, მაგრამ ბედნიერი ვართ, რომ ტრამპი წავიდა. ეს ის ადამიანია, რომელიც დანაშაულს სჩადიოდა, კლავდა ადამიანებს და ტერორისტი იყო, ის ასევე ირანში ვაქცინის იმპორტს ეწინააღმდეგება”, – თქვა მან.

რუჰანიმ იმედი გამოთქვა, რომ “ბაიდენისთვის მიცემული ხმები – ეს არის კანონების დაცვისკენ მიმართული ხმები და არა – მათი შეუსრულებლობისკენ”.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები