ჩეხეთში კორონავირუსზე მასობრივი ტესტირების კამპანია დაიწყო

ჩეხეთში კორონავირუსზე მასობრივი ტესტირების კამპანია დაიწყო, რომლის ფარგლებში ყველა მსურველს აქვს შესაძლებლობა, ანტიგენზე სწრაფი ტესტი ჩააბაროს.

IDNES-ის ინფორმაციით, ქვეყანაში ტესტირების ცენტრები გაიხსნა, მოსახლეობას კი რიგში დგომის არიდების მიზნით ჩაწერა ონლაინ შეუძლია. ტესტის შედეგი 20 წუთში იქნება მზად.

ტესტის განმეორებით ჩაბარება იქნება შესაძლებელი მომდევნო ყოველი ხუთი დღის განმავლობაში.

გამოკვლევის თანხებს დაზღვევა აანაზღაურებს.

ამჟამად, ქვეყანაში ტესტირების 700 პუნქტია გახსნილი, თუმცა, მისი რიცხი შესაძლოა, გაიზარდოს.

გამოკითხვის თანახმად, ტესტის ჩაბარებაზე დაინტერესება მოსახლეობის 40%-მა გამოთქვა.

ცნობისთვის, სლოვაკეთში მასობრივი ტესტირება ერთი თვის წინ ჩატარდა, რომლის ფარგლებში გამოკვლევა მოსახლეობის ნახევარზე მეტს ჩაუტარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები