ვახტანგ მეგრელიშვილი გადაადგილების ნებართვისა და მართვის უფლების უქონლობის გამო დააჯარიმეს (ვიდეო)

„მზრუნველი სახელმწიფო“, – ამ სათაურით „გირჩის“ წარმომადგენელმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა Facebook-ზე ვიდეო გაავრცელა.

მეგრელიშვილის თქმით, მას პატრულმა 2 000-ლარიანი ჯარიმა გამოუწერა შეზღუდვების ფარგლებში საღამოს ცხრა საათის მერე საშვის გარეშე გადაადგილებისთვის, ასევე, 500 ლარით დააჯარიმა მართვის უფლების არქონის გამო.

როგორც მეგრელიშვილი ვიდეოში ამბობს, სამი წელია, არ აქვს მართვის უფლება და ამას „არ აქვს მნიშვნელობა“.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები