ფილიპინებზე 6,1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

ფილიპინების სანაპიროზე 6,1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.

ინფორმაციას აშშ-ის გეოლოგიური სამსახური ავრცელებს.

აღინიშნება, რომ მიწისქვეშა ბიძგები 27 კილომეტრის სიღრმეში, სარანგანის რაიონიდან 22 კილომეტრის დაშორებით დაფიქსირდა.

ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები